სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის, გიუმრის მერი, ვარდან გუკასიანი,
მძიმედ არის დაჭრილი, და საავადმყოფოშია მოთავსებული. ორშაბათს გვიან ღამით მას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ჯიპში მსხდომმა თავდამსხმელებმა გზა გადაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს ”მერსედესის” მარკის მანქანას, რომლითაც გუკასიანი ერევნიდან გიუმრიში მიემართებოდა, და მეორე მანქანას, რომელიც მერს აცილებდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი. გუკასიანის მოადგილე და მძღოლი მძიმედ დაიჭრნენ და საავადმყოფოში არიან მოთავსებული.