Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება დადებითა გამოეხმაურა


საქართველოს საგარეო უწყება დადებითა გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელ რეზოლუციას.

საქართველოს საგარეო უწყება დადებითა გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს გუშინდელ რეზოლუციას.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ რეზოლუციით გაეროს უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ, ცალსახად ადასტურებს გაეროს ყველა წევრის ვალდებულებას, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იქვე ქართული მხარე მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს, შეიმუშავოს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა ადგილნაცვალი პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე. გაეროს ახალი რეზოლუციით, საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს დამკვირვებელთა მისიას მანდატი წელს 15 ოქტომბრამდე გაუგრძელდა.
XS
SM
MD
LG