გამოცოცხლება ქართულ პოლიტიკასაც დაეტყო და სააღდგომო უქმე დღეებით დამოკლებული სამუშაო კვირა მაინც დატვირთული აღმოჩნდა სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებით. კანონპროექტი კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის შესახებ, კანონი ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის თაობაზე, დავით გარეჯის პრობლემა, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაეროს რეზოლუცია და სხვა თემები გასულ კვირაში საქართველოს საზოგადოების მსჯელობისა და კამათის საგანი იყო.
გასული კვირა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხების გარკვევით დაიწყო.
როგორც ცნობილია, ამ ორი მეგობარი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის თითქმის 30 პროცენტი კვლავაც დაუდგენელია და შეუთანხმებელი. სწორედ ამ 30 პროცენტშია მოქცეული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი. ეს საბჭოთა კავშირის დროინდელი დოკუმენტების დამსახურებაა, რომელთა მიხედვითაც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი სამონასტრო კომპლექსის თითქმის შუაში, ”ჩიჩხიტურის კოშკზე”, გადის. ამ ადგილებში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედებებს არაერთხელ გამოუწვევია სასულიერო პირების, ტურისტებისა თუ პოლიტიკოსების აღშფოთება. ამჟამად კი აჟიოტაჟის მიზეზად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის განცხადება გახდა. მისი თქმით, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის კომისიის სხდომაზე ისტორიული ძეგლის საკითხი საქართველოს მხარეს არასდროს დაუყენებია. ხალაფოვმა დავით გარეჯი ალბანელთა ისტორიულ ძეგლად მოიხსენია და თქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ამ ძეგლის დათმობას არ აპირებს.
[ საქართველოს პატრიარქის ხმა] ”დავით გარეჯის სავანე არის უდიდესი სიწმინდე საქართველოს ეკლესიის. ეს უნდა დარჩეს, როგორც მონასტერი, როგორც ლავრა. ”
განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ამის შემდეგ, მეგობარ ქვეყანასთან გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გაისმა უამრავი მოწოდება, საკითხის გადაწყვეტამდე როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები თავშეკავებით მოჰკიდებოდნენ დავით გარეჯის თემას.
ისტორიის გადახედვის მცდელობა ლამის ქართულ-რუსული ურთიერთობის კიდევ ერთ პრობლემად იქცა. ვგულისხმობ გავრცელებულ ხმას, თითქოსდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, ალექსანდრ გრიბოედოვის მთაწმინდიდან გადასვენების ინიციატივა წამოეყენებინოს. ბოკერია უარყოფს ამ ხმებს, თუმცა ეს უარყოფა არ აღმოჩნდა საკმარისი. რუსეთის მედიაში ამტყდარი აჟიოტაჟის ჩასაქრობად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იძულებული გახდა სპეციალური პრესკონფერენცია გაემართა.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მინდა საგანგებოდ განვაცხადო, არავითარი საფუძველი მსგავსი განცხადებისთვის არ არსებობს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, დიდი რუსი პოეტის და საზოგადო მოღვაწის გრიბოედოვის სახელს და საფლავს საქართველოში არაფერი არ ემუქრება.”
მოგვიანებით ნინო ბურჯანაძეს რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო შეხვდა და პრობლემა ამოწურულად გამოცხადდა.
გასულ კვირაში კიდევ ერთმა ისტორიულ-პოლიტიკურმა პრობლემამ იჩინა თავი. საქმე ეხება კულტურულ-ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის კანონპროექტს. ასეთ ძეგლებს შორის მრავლადაა ძველი თბილისის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.
[გიგი უგულავას ხმა] ”მოხარული ვიქნებოდით ჩვენ და ნებისმიერი თბილისელი, რომ ჩვენ ახლა გვქონდეს იმდენი რესურსი, დაახლოებით 300 მილიონი დოლარია საჭირო იმისათვის, რომ მთელი ძველი თბილისის რეაბილიტაცია მოვახდინოთ.”(სტილი დაცულია)
ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მერის ასეთ პოზიციაზე თბილისის ძველი უბნების მოსახლეობას შემდეგი კონტრარგუმენტები აქვს:
[მოქალაქის ხმა] ”ნუთუ ახლა რეაბილიტაციისთვის... თუ შეიძლება რომ შადრევნებზე ფული დაიხარჯოს, უაზრო პიარ-აქციებზე ფული დაიხარჯოს, რეაბილიტაციაზე არ შეიძლება ეს ფული გადაიდოს? ნუთუ ყველაფერმა ხალხის კისერზე უნდა გადაიაროს?”
კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, კულტურულ-ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის ზონაში კერძო საკუთრების მფლობელ მოქალაქეებს თუ იურიდიულ პირებს, რეაბილიტაციის მანძილზე, ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ ერთ კვადრატულ მეტრზე 10 თეთრიდან 3 ლარამდე.
თავდაპირველად თითქოს ამგვარი თანამონაწილეობის პრინციპი საპარლამენტო ოპოზიციამაც მოიწონა, ოღონდ ტარიფის შემცირება მოითხოვა. უფრო მოგვიანებით კი, კვირის ბოლოსკენ, როდესაც მოსახლეობამაც გამოთქვა პროტესტი, ოპოზიციისთვის ტარიფის 50 თეთრამდე შემცირებაც მიუღებელი აღმოჩნდა. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია კი საერთოდ კულტურის სამინისტროს კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა. საკითხი ჯერჯერობით გადაუწყვეტელი დარჩა.
სამაგიეროდ, მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დავა არ გამოუწვევია პრეზიდენტის ინიციატივას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის თაობაზე. ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციისა და უმრავლესობის მხარდაჭერით 13 აპრილს დაამტკიცა.
[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ამ კანონპროექტით ეყრება რეალური საფუძველი ნაბიჯებს იმისაკენ, რომ ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვქონდეს ყველა მხარესთან, ვისაც მთავარ ამოცანად და სურვილად აქვს, რომ კონფლიქტის პოლიტიკური და მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს.“(სტილი დაცულია)
განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. საერთაშორისო თანამეგობრობა მიესალმება თბილისის ახალ ინიციატივას. რუსეთს კი განსხვავებული პოზიცია აქვს. საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს კომენტარი:
[ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა]“ მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული ნაბიჯია, თუმცა არასწორი მიმართულებით. ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და მექანიზმების შექმნა, ჩემი აზრით, რეგიონში სიმშვიდეს არ მოიტანს და, პირიქით, კონფრონტაციის ახალ ტალღას წარმოშობს. არსებობენ კონფლიქტის საერთაშორისოდ აღიარებული მხარეები, არსებობს მოლაპარაკებათა ფორმატი და, ჩემი აზრით, მოლაპარაკებების წარმოება სწორედ ამ პოზიციებიდან იქნებოდა უმჯობესი.”
კანონის თანახმად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, იქმნება დროებითი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული, სადაც სახელმწიფო მმართველობას პრეზიდენტის მიერ შერჩეული პირები და პოლიტიკური ძალები განახორციელებენ. ახლა ჯერი კვლავ პრეზიდენტ სააკაშვილზეა– მასზეა დამოკიდებული, რა საზღვრებში მოექცევა ადმინისტრაციული ერთეული და რომელი ჯგუფი განახორციელებს სახელმწიფო მმართველობას.
კვირის ბოლოს, პარასკევს, კიდევ ერთი კონფლიქტის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, თემა გახდა აქტუალური. გაეროს უშიშროების საბჭომ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო და გაეროს დამკვირვებელთა მისიას კონფლიქტის ზონაში მანდატი 6 თვით გაუგრძელა.
გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დოკუმენტში, რომელიც გაერომ მიიღო, შესულია ყველა ის წინადადება, რომელსაც ქართული მხარე ითხოვდა:
[ირაკლი ალასანიას ხმა] ”წინადადები მოიცავს კონფლიქტის რეგულირების გზებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დევნილების დაბრუნებაა აფხაზეთში. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ 11 მარტს ზემო აფხაზეთში მომხდარი დაბომბვის გამოძიებას. დოკუმენტში ზუსტადაა განსაზღვრული აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა და სტატუსი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართულმა მხარემ ზუსტად შეასრულა წინა რეზოლუციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ვფიქრობ, ეს რეზოლუცია კონფლიქტის მოგვარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მომავალი ექვსი თვის განმავლობაში დავიწყებთ დევნილების დაბრუნების საკითხზე მუშაობას.”
ამ რეზოლუციას რუსეთის საგარეო უწყების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წუხილია გამოთქმული იმის შესახებ, რომ აფხაზეთის წარმომადგენელს სერგეი შამბას არ მიეცა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების საშუალება. თუმცა კი გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთი არ გამოსულა რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ.