Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიციის ცნობით, პეტერბურგში დაკავებულია ოპოზიციური


მილიციის ცნობით, პეტერბურგში დაკავებულია ოპოზიციური მიტინგის ასამდე მონაწილე.

მილიციის ცნობით, პეტერბურგში დაკავებულია ოპოზიციური მიტინგის ასამდე მონაწილე.
როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, ზოგ მათგანს სცემეს. ხელისუფლებამ აკრძალა ნევის გამზირზე საპროტესტო მარშის გამართვა და ნებართვა გასცა მხოლოდ მიტინგის ჩასატარებლად, რომელზეც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. დაკავებულთა შორის არის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის პეტერბურგის განყოფილების ლიდერი, ოლგა კურსანოვა. შაბათს მოსკოვში დააკავეს 250 ადამიანი, რომელიც საპროტესტო მარშის გავლას ცდილობდა პუშკინის მოედნიდან ტურგენევის მოედნამდე. მათ შორის იყო გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერი გარი კასპაროვი. იგი ათასი მანეთით დააჯარიმეს არასანქციონირებულ აქციაში მონაწილეობისთვის.

XS
SM
MD
LG