ავღანეთიდან მოსული ინფორმაციით, თალიბებმა იერიშები მიიტანეს პოლიციის ობიექტებსა
და მთავრობის რაიონულ შტაბბინაზე, ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით 70-მდე კილომეტრში. როგორც იუწყებიან, მოკლულია რამდენიმე თალიბი მეომარი, დაჭრილია 5-მდე პოლიციელი კაპისას პროვინციის ტაგაბის რაიონში. იუწყებიან აგრეთვე, რომ ყანდაარის პროვინციაში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა გაეროს ავტომანქანაში მყოფი 5 ადამიანი. პროვინციის პოლიციის შეფის ინფორმაციით, დაღუპულებიდან ერთი ავღანელი, ოთხი კი ნეპალელი მცველი იყო. დღესვე დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰერათში სკოლის ტერიტორიაზე მოწყობილმა აფეთქებამ 2 მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 4.