Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლომ ეგვიპტელი


კაიროში სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლომ ეგვიპტელი მამაკაცი,

კაიროში სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლომ ეგვიპტელი მამაკაცი,
რომელიც კანადის მოქალაქეც არის, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ სცნო, და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუჰამედ ალ-ატარი, რომელიც კანადაში, ემიგრაციაში ცხოვრობდა, იანვარში დააკავეს. ის ოჯახის მოსანახულებლად კაიროში იყო ჩასული. მსჯავრდებული მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში აცხადებდა, რომ უდანაშაულოა - და ამბობდა, რომ უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ის აწამეს, და ჩვენება ამ გზით ჩამოართვეს.
XS
SM
MD
LG