Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ვერტმფრენმა ღაზის სექტორზე


ისრაელის ვერტმფრენმა ღაზის სექტორზე

ისრაელის ვერტმფრენმა ღაზის სექტორზე
სარაკეტო იერიში მიიტანა. პალესტინელთა მხარის ინფორმაციით, მოკლულია გასამხედროებული დაჯგუფების ერთი წევრი. ისრაელის სამხედრო უწყება ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. ამ სარაკეტო თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ღაზის სექტორის ტერიტორიიდან ისრაელის ქალაქ სდეროტზე მიიტანეს იერიში. დაიჭრა ორი ადამიანი. კიდევ უფრო ადრე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ოთხი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს. დაჯგუფებების - ”ალ-აქსას წამებულთა ბრიგადის” და ”ისლამური ჯიჰადის” - სამი წევრი ისრაელის მხრიდან მათ მანქანაზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა. კიდევ ერთი პალესტინელი კაფტ დანის დასახლებასთან გახსნილ ცეცხლს შეეწირა.
XS
SM
MD
LG