Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა ექსპერტთა


აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გამართეს

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გამართეს
ერაყის საკითხებზე ეგვიპტეში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის კულუარებში. ამ შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს ჯერ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ აუწყა, ხოლო შემდეგ ეს ცნობა დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. ზებარის შეფასებით, მნიშვნელოვანია თავად ასეთი შეხვედრის ჩატარების ფაქტი. მისივე თქმით, მართალია, აშშ-ისა და ირანის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს კონდოლიზა რაისსა და მანუჩერ მოტაკის შეხვედრაში უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ ისინი იმავე ოთახში იმყოფებოდნენ და შეხვედრის ატმოსფერო დადებითი იყო.
XS
SM
MD
LG