Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 70-მდე ადამიანი დაიღუპა ტერაქტებისა


ერაყში 70-მდე ადამიანი დაიღუპა ტერაქტებისა და თავდასხმების შედეგად, მათ შორის ათი მეამბოხე და შეერთებული შტატების რვა ჯარისკაცი.

ერაყში 70-მდე ადამიანი დაიღუპა ტერაქტებისა და თავდასხმების შედეგად, მათ შორის ათი მეამბოხე და შეერთებული შტატების რვა ჯარისკაცი.
ათობით დაიჭრა. შეერთებული შტატების სამხედროთა ცნობით, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ ამერიკის შვიდი ჯარისკაცი იმსხვერპლა. დაიღუპა ევროპელი ჟურნალისტიც, რომელიც მათთან ერთად მოგზაურობდა პროვინცია დიაილაში. ამერიკის კიდევ ორი ჯარისკაცი იქნა მოკლული სხვა თავდასხმის შედეგად. მანამდე 35 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში, სადაც დანაღმული ავტომობილი აფეთქდა ხალხმრავალ ბაზარში. დაიჭრა 80-მდე ადამიანი. გარდა ამისა, ერაყის პოლიციის ცნობოით, ნაპოვნია 14 ადამიანი გვამი. ზოგ მათგანს წამების კვალი ეტყობა. ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქ სამარაში ორი დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად 12 პოლიციელი იქნა მოკლული. დაიღუპა სამარის პოლიციის უფროსიც. 15 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG