და საშუალებები. კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება ნარკოტიკების რეალიზატორებისთვის. ხანგრძლივი პატიმრობის გარდა, სადამსჯელო ღონისძიების სახით, გამოყენებელი იქნება დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაცია, სამედიცინო და პედაგოგიური მოღვაწეობის სამუდამო აკრძალვა და პასიური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა. გენერალური პროკურატურის საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას ნარკოტიკული ნივთიერებების არალეგალური მოხმარებისათვის. საზოგადოების დიდი ნაწილი მოწონებით შეხვდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას, თუმცა გამოითქვა სკეპტიციზმიც.
ნარკომანიისა და ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის სრული თანხმობაა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 2007 წლის საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას. ამავე საკითხზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა, როცა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ნარკოტიკებით მოვაჭრეები არა მხოლოდ ჩაჯდებიან ციხეში, არამედ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ახალგაზრდების გაუბედურებით ნაშოვნი მთელი მათი ქონება დაექვემდებარება კონფისკაციას და ამას გავაკეთებთ უახლოეს კვირებში. ამ ხალხს მივუჩენთ თავის ადგილს.“
ნარკოტიკებით მოვაჭრეებისთვის საკუთარი ადგილის მისაჩენად გენერალური პროკურატურა გაისარჯა. სწორედ გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ იწყებს ფართომასშტაბიან ბრძოლას ნარკომანიის, განსაკუთრებით კი ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ. გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამიას კომენტარი:
[ნიკა გვარამიას ხმა] „არანაირი მდგომარეობის შემსუბუქება ნარკოტიკების გამსაღებლებს, სიკვდილის გამყიდველებს, რომლებიც ღუპავენ ამ ქვეყანას. სამუდამოდ ჩამოერთმევათ ნარკოტიკების გამსაღებლებს საექიმო საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ანუ ვერ იქნებიან არჩეული რომელიმე თანამდებობაზე. ვერც ერთი ნარკოტიკების გამსაღებელი ამ უფლებას ვერ მიიღებს.“
ნიკა გვარამიას თქმით, კანონი ასევე გამკაცრდება ნარკოტიკული ნივთიერებების არალეგალური მომხმარებლებისთვისაც:
[ნიკა გვარამიას ხმა] „ნარკოტიკების მომხმარებლებს სამი წლის ვადით ჩამოერთმევათ ავტომობილის მართვის უფლება, სამი წლის ვადით ჩამოერთმევათ სამედიცინო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, არც ერთი ნარკომანი საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს.“
პროკურატურის ამ ინიციატივას მიესალმებიან რიგითი თბილისელები. მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნარკომანიის სენმა საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწია.
[ქალბატონის ხმა] „თუ ერი დაიღუპა, ან სახლი რად გვინდა და ან დაგებული გზა... ნარკომანია ძალიან არის მოდებული და ჩვენ, დედები, ძალიან ვნერვიულობთ. სულ იმაზე ვფიქრობ, ღმერთმა აცილოს ჩემს შვილსა და შვილიშვილს ამისთანა რამე-მეთქი.“
[მამაკაცის ხმა] „ყველა უბანში იყიდება... ნარკომანი ვინც არის, უმაგისოდ ვერ ძლებს, სადღაც ხომ უნდა იშოვოს? ვინც ყიდის, აი, ის არის დასაჭერი და მასზეა პასუხი მოსათხოვი.“
თბილისელები იმასაც ამბობენ, რომ ნარკოტიკების რეალიზატორებს, ხშირ შემთხვევაში, პოლიციელები მფარველობენ. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ელისო ჩაფიძეს, ამ თემაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩაუტარებია.
[ელისო ჩაფიძის ხმა] „ყოველთვის არის ლაპარაკი იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული წრეები მფარველობენ ამ უდიდეს ბიზნესს და მასში მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული. იყო ნარკოტიკების ტრანზიტის ფაქტი, რომელიც ამერიკის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს, როცა საქართველოს გავლით გადაჰქონდათ ნარკოტიკების ძალიან დიდი რაოდენობა. დღეს მფარველები შეიცვალნენ და, შესაბამისად, ფასებიც გაიზარდა.“
ფასების ზრდასთან ერთად, ცხადია, იზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობაც. პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ანტინარკოტიკული პროგრამის კოორდინატორის, ფსიქოლოგ თეა გოგოტიშვილის თქმით, სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების გავრცელებას ხელს უწყობს თავად საზოგადოება, რომელიც ჯეროვნად ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეს:
[თეა გოგოტიშვილის ხმა] „ტოლერანტობა, სამწუხაროდ, დიდია თვითონ ნარკოტიკების გამავრცელებლის მიმართ, ანუ არ არის ის ცალსახა პრინციპულობა, რომელიც დაეხმარება დღევანდელ საზოგადოებას, რომ გავრცელება შემცირდეს. ნარკომანიც ვერ აცნობიერებს, თუ რა სიმძიმის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს.“
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის საქართველოში ნარკოტიკულ ნივთიერებებს 250 ათასამდე ადამიანი მოიხმარს. ვინ არის ნარკომანი - ავადმყოფი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, თუ დამნაშავე, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს? ამ შეკითხვას ნარკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გელა ლეჟავა ასე უპასუხებს:
[გელა ლეჟავას ხმა] „ერთი მხრივ, ეს დაავადებაა, მაგრამ იმის გამო, რომ დაავადებული იძულებულია ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძინოს ნარკოტიკული ნივთიერება, ის არღვევს თავის ქვეყანაში არსებულ კანონს. ეს თითქმის ყველა ქვეყანაში მიჩნეულია კრიმინალურ ქმედებად.“
გელა ლეჟავას თქმით, საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებისათვის მკურნალობის აპრობირებულ გზად მეტადონის პროგრამა ითვლება. თუმცა ამჟამად ნარკოლოგიურ კლინიკებში მეტადონით ნარკოტიკული დამოკიდებულების მოხსნის საშუალება მხოლოდ 200 ნარკომანს აქვს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ, კანონების გამკაცრების პარალელურად, სამომავლოდ პროგრამის გაფართოებაც იგეგმება.