უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მიზნით, წლის განმავლობაში დამტკიცდება ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია. სტრატეგიის პროექტი უკვე არსებობს და მისი პრეზენტაცია 27 მაისს მოხდება საერთაშორისო ფორუმზე, სახელწოდებით „ საქართველო და დიასპორა.“ საერთაშორისო ფორუმსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს უცხოეთში მცხოვრები 140–მდე ქართველი ეწვევა.
ქართველები ისტორიულ სამშობლოში მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოვლენ. მათი ნაწილი უკვე თბილისშია. მათ შორის არიან ცნობილი ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები, ექიმები, მეცნიერები და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უცხოეთში მცხოვრები ქართველების მთავარმა მასპინძელმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, მათთვის სამდღიანი სამუშაო პროგრამა გაწერა.
სადღესასწაულო ღონისძიებების პირველი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და სამხედრო აღლუმია, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები საპატიო სტუმრების რანგში დაესწრებიან. 27 მაისს დიასპორის დღე აღინიშნება და გაიმართება საერთაშორისო ფორუმი, რომლის დელეგატები ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის განხილვის პროცესში კონკრეტული წინადადებით ჩაერთვებიან.
[ქეთევან ჩალათაშვილის ხმა]“ ჩვენ გვინდა ყურადღება და თანადგომა, მეტი არაფერი. იცით რა, ალბათ, მეტი დახმარება სჭირდება ფერეიდანს, მეტი დახმარება სჭირდება საინგილოს. და რუსეთის დიასპორა, მე მგონი, იქით უნდა დაეხმაროს საქართველოს. ოღონდ რაში, ეს უკვე აქედან უნდა ვიცოდეთ.“
ამბობს მოსკოველი ქეთევან ჩალათაშვილი, რომლის აზრითაც, მთავარი პრობლემა, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები აწყდებიან, ისტორიული სამშობლოდან მიღებული მწირი ინფორმაციაა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, როგორც ჩანს, ამ პრობლემის მოგვარებაზე ნაწილობრივ უკვე იზრუნა. 27 მაისს, საერთაშორისო კონფერენციაზე, გაიმართება სპეციალური ვებ–გვერდის პრეზენტაცია. დიასპორა. ჯი. ამ საიტზე მოხვედრილ დაინტერესებულ პირებს, სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, სრული სურათი შეექმნებათ უცხოეთში მცხოვრები ქართველების, მათი საქმიანობის შესახებ. საიტი, უმთავრესად, ჩვენი უცხოელი თანამემამულეების ერთმანეთთან და საქართველოსთან დასაკავშირებლადაა გამიზნული და მოცულობითი იქნება როგორც დიასპორების, ისე საქართველოს შესახებ ინფორმაციებით.
ქართულ დიასპორასთან აქტიური ურთიერთობის ტენდენცია ფესტივალ ”ჩვენებურებით” დაიწყო. ფესტივალი გასულ წელს გადაიზარდა დიასპორების პირველ ფორუმში – ”ქართული დიასპორა, ხიდი მსოფლიოსთან”. წელს საერთაშორისო კონფერენცია უკვე სახელმწიფოს პატრონაჟით ტარდება. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს ისრაელში მცხოვრებ ქალბატონს, თამარ კეზერაშვილს. კონფერენციის საქმიანი ნაწილი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხოელ თანამემამულეებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის განხილვას დაეთმობა. სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი გვესაუბრება:
[გიორგი ხევიაშვილის ხმა]“ძირითადი მიმართულებები ეს არის ორგანიზაციული საკითხები, ფონდის არსებობა. ჩვენ ფონდი უკვე დავაფუძნეთ. აქ არის განათლების სამინისტროს კუთხით სამუშაო სტუდენტების მოზიდვასა და აქ ჩამოყვანაზე, რათა სპეციალური სტატუსით მიიღონ აქ მათ განათლება. ასევე საკვირაო სკოლები, კულტურული სკოლები, პედაგოგების მომზადება. ის, რომ ადამიანები, ქართველები არ მოსწყდნენ საქართველოს და ის ფესვები არ დაკარგონ, საიდანაც არიან. ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია არიან ეს ადამიანები საქართველოსთვის.“(სტილი დაცულია)
საქართველოს ქართული დიასპორის დღეებში დაახლოებით 140 ემიგრანტი ეწვევა. როგორც გერმანიაში მცხოვრებმა პავლე შპეტიშვილმა გვითხრა, საკონფერენციო დარბაზში ამ ადამიანების შეკრება და საქართველოსთვის დახმარების გეგმებზე საუბარი უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა დახმარება ორმხრივი უნდა იყოს. ბრიტანეთის მკვიდრმა ქალბატონმა ქეთევან კალანდაძემ კი კონკრეტულად დაგვისახელა, უახლოეს მომავალში რა თანადგომას ელიან ლონდონელი ქართველები საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიისგან:
[ქეთევან კალანდაძის ხმა]“ჩვენ ახლა ჯერჯერობით არა გვაქვს ქართული ტაძარი. ჩვენ წირვა–ლოცვებს ვატარებთ მხოლოდ ბერძნულ ეკლესიაში თვეში ერთხელ. ჩვენ ვართ საქველმოქმედო ორგანიზაცია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ახლა ჩვენი ქართული ტაძარი გვქონდეს. და ახლა სწორედ მამა გიორგი არის მოლაპარაკებებზე ანგლიკანებთან. ამ თვეში, ალბათ, შენობას გადმოგვცემენ, რომელიც ქართული ტაძარი იქნება.“(სტილი დაცულია)
ამბობს ქეთევან კალანდაძე. 2007 წლის განმავლობაში, დიასპორათა ინტეგრაციისა და დახმარების პროგრამით, უცხოეთში არაერთი პროქტის განხორციელებაა დაგეგმილი. თუმცა ამ პროექტების დაწყებისა და გაგრძელების საქმე უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებას. სტრატეგიის პროექტი, დიასპორათა წარმომადგენლებთან განხილვის შემდეგ, სამინისტროებთან უნდა შეჯერდეს. რა ვადაში მიიღებს იგი კანონის სახეს, ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.