აზერბაიჯანის დედაქალაქში უკვე დასრულდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის – პირველი სამიტი. ახლად შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც დსთ-ს საპირწონე ძალად მიიჩნევა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გაყინული კონფლიქტების მოგვარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს.
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის დასასრული მოახლოებულია – ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 19 ივნისს ბაქოში, სუამის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ თბილისი დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციასთან ავტონომიის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას იწყებს და რომ ოსებს წარმოუდგენლად ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს:
(მიხეილ სააკაშვილი) "ოსებს მივცემთ ყველაფერს, რაზეც ოსებს ოდესმე უოცნებიათ საქართველოში... და ეს უახლოეს რამდენიმე თვეში გადასაწყვეტი საკითხია. საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად, მაგრამ დროულად და სწრაფად გადაწყვიტოს... არ ვაპირებთ, უსასრულოდ გადავდოთ ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგანაც ყველანაირ მოთმინებას აქვს საზღვარი. ჩვენ გვიყვარს ოსები და მზად ვართ მათთან მიმართებით ინტეგრაციის პროცესი ხანგრძლივად და ძალიან მოთმინებით წარვმართოთ."
სეპარატისტული რეგიონებისა და გაყინული კონფლიქტების პრობლემა სუამის ქვეყნებში ერთ-ერთი მთავარი და მტკივნეული პრობლემაა. თუმცა ორგანიზაციას, რომელიც, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, "დიდ პოლიტიკურ წონას იკრებს", პოზიცია უკვე მტკიცედ აქვს ჩამოყალიბებული:
(იუშჩენკოს ხმა) "... ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნების ოკუპაციის შეწყვეტა და სეპარატიზმის დასასრული იმისთვის, რომ ყველა უმცირესობამ (ჩვენს მრავალეროვან ქვეყნებში) შეძლოს მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება... ევროპისა და მსოფლიოს ნორმალური და დადებითი გამოცდილების ფარგლებში."
ევროპისა და მსოფლიოს ნორმალური და დადებითი გამოცდილების ფარგლებში, სუამი საკუთარი სამშვიდობო ძალების შექმნასაც გეგმავს. მისია, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ორშაბათს ბაქოში საუბრობდა, გამიზნულია რუსეთის კონტინგენტის ჩასანაცვლებლად - დნესტრისპირეთში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტურ ზონებში:
(ბეჟუაშვილის ხმა) "შევთანხმდით – ვითანამშრომლოთ და ვიმუშაოთ შესაძლებლობაზე, რომ სუამი უახლოეს მომავალში სამშვიდობო ოპერაციებში ჩაერთოს, არა მხოლოდ – სამხედრო, არამედ – პოლიციურ ოპერაციებშიც. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც დავალებები უკვე მივეცით შესაბამის სტრუქტურებს. საჭიროა შემუშავდეს ერთობლივი სტრატეგია. მთავარია, რომ ამ შესაძლებლობას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ."
ერთობლივია სურვილი იმის თაობაზეც, რომ სუამის ქვეყნებმა რუსეთის ენერგეტიკულ წნეხს აარიდონ თავი. პროექტი, რომელიც ბაქოს სამიტის ყურადღების ცენტრში მოექცა – ოდესა-ბროდის ნავთობსადენის დაგრძელების საკითხია. მილსადენის მარშრუტი პოლონეთის ქალაქ პლოცკს გაივლის და ბალტიის ზღვისპირა პორტამდე - გდანსკამდე მიაღწევს. პროექტი საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს ნავთობპროდუქტები ევროპას - და არამხოლოდ ევროპას - რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდოს. როგორც საქართველოს სათბობენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის კომენტარიდანაც ჩანს, პროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს:
(გილაურის ხმა) "ოდესა-ბროდი-გდანსკზეა საუბარი. ორჯერ უკვე შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. დაგეგმილია შემდეგი შეხვედრა თბილისში, რაც მოხდება, ალბათ, ივნის-ივლისის თვეებში და ამის შემდეგ უკვე აგვისტოში – ვარშავაში. ლაპარაკი არის კასპიისპირა ნავთობის ტრანსპორტირებაზე საქართველოს გავლით, უკრაინასა და შემდეგ პოლონეთში და შემდეგ უკვე – დანარჩენ ევროპაში, დანარჩენ მსოფლიოში..." (სტილი დაცულია)
პროექტის წარმატება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთგვარ გარანტად განიხილება. ბაქოს სამიტს მეთვალყურის სტატუსით ესწრებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხით განსაკუთრებით დაინტერესებული პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ლიტვის პრეზიდენტი – ვალდას ადამკუსი და რუმინეთის პრეზიდენტი – ტრაიან ბასესკუ.
რადიო ”თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში სუამისა და ევროკავშირის კიდევ უფრო დაახლოების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მანვე გაავლო პარალელი სუამსა და დსთ-ს შორის. პირველი საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედ, პროდუქტიულ ორგანიზაციად შეაფასა, ხოლო უკანასკნელს "შეხვედრების კლუბი" უწოდა.