"თალიბანის" დაჯგუფების მებრძოლები ტაქტიკას ცვლიან და ძალების მობილიზებას ქაბულის წინააღმდეგ აპირებენ -
ასეთი განცხადება გააკეთა "თალიბანის" წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა, "რადიო თავისუფლების" ავღანურ სამსახურთან საუბრისას. ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თვითმკვლელთა თავდასხმების პრევენციის მიზნით, ქაბულთან დამაკავშირებელ გზებზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ნატო ავღანეთის უშიშროების ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს, თუმცა ალიანსი ქვეყანაში თავისი სამხედრო სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.