ფელტრინელის გამომცემლობაში, დაიბეჭდა ბორის პასტერნაკის რომანი ”დოქტორი ჟივაგო”. ერთი წლის შემდეგ პასტერნაკს ნობელის პრემია მიანიჭეს. თუმცა საბჭოთა მკითხველს ”ჟივაგოს” წაკითხვის საშუალება მხოლოდ 1988 წელს მიეცა, როცა ნაწარმოები ჟურნალ ”ნოვი მირში” გამოქვეყნდა. მანამდე პასტერნაკის რომანი საბჭოთა უშიშროებამ აკრძალული ტექსტების სიაში შეიტანა. არ აიკრძალა მხოლოდ მორის ჟარის მუსიკა, დაწერილი პასტერნაკის რომანის ეკრანიზაციისთვის... ჩვენს დღეევანდელ ყოველკვირეულ პროგრამა ”ოქროს საუკუნეში” მეოცე საუკუნის კულტურის ეს სკანდალური ისტორია მინდა შეგახსენოთ.
[მუსიკა. შეტ ატკინსი]
გიტარისტი შეტ ატკინსი ერთ-ერთია, ვინც ფრანგ კომპოზიტორ მორის ჟარის პოპულარული მუსიკალური თემის ინტერპრეტაცია სცადა. უცნაურია, ლარას თემა ბრიტანელი რეჟისორის დევიდ ლინის ფილმიდან ”დოქტორი ჟივაგო” ვარიაციებს მაინცდამაინც არ ექვემდებარება, მაგრამ სრულიად განსხვავებული სტილის მუსიკოსებს მაინც იზიდავს. უკვე შლაგერად ქცეულ ამ თემას სხვადასხვა დროს შეეჭიდნენ ჯეიმს ლასტისა და პოლ მორიას ორკესტრები, მიშელ ლეგრანი, ენდი უილამსი, ჰენრი მანჩინი... უფრო მეტიც, მორის ჟარის მუსიკა რუსულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმაც კი შეასრულეს.
[მუსიკა]
მაგრამ საბჭოთა კავშირში აკრძალული დევიდ ლინის ფილმის მუსიკალური თემის ”რუსული ინტერპრეტაციის” უფლება ფოლკლორულ ანსამბლებს მხოლოდ ”პერესტროიკის” ეპოქაში მისცეს, 1988 წელს, როცა ჟურნალმა ”ნოვი მირმა” ბორის პასტერნაკის რომანის ბეჭდვა დაიწყო. პირველად კი ”ჟივაგო” 1957 წლის ნოემბერში დაიბეჭდა.
პასტერნაკმა ”ჟივაგო” ჯერ კიდევ 1955 წელს დაასრულა. მწერალი დარწმუნებული იყო, რომ ლიბერალიზაციის ეპოქა, რომელიც კომპარტიის მეოცე ყრილობის შემდეგ დაიწყო, მის რომანს პრობლემებს არ შეუქმნიდა - 1956 წელს ბორის პასტერნაკი რომანის ტექსტს ჟურნალ ”ნოვი მირს” გადასცემს. მაგრამ სექტემბერში პარტია სწორედ ”ნოვი მირს” შეუტევს - კომპარტიის ცეკა გააკრიტიკებს ჟურნალს, რომლის რედაქციამ, იმდროინდელ ”პრავდას” თუ დავესესხებით, ”არასწორად გაიგო პიროვნების კულტთან ბრძოლის არსი”. პარალელურად პასტერნაკი რომანის ხელნაწერს იტალიის კომპარტიის წევრს სერჯიო დანჯელოს გადასცემს მილანელი კომუნისტის, ფელტრინელის, გამომცემლობისთვის იმ პირობით, რომ იტალიურად ”ჟივაგო” ”ნოვი მირში” გამოქვეყნების შემდეგ დაიბეჭდება. მაგრამ საბჭოთა ჟურნალი უარს ამბობს პასტერნაკის ნაწარმოების დაბეჭდვაზე. განმარტებით წერილში ნათქვამია, რომ ავტორი ტენდენციურად უდგება ოქტომბრის რევოლუციას, ამტკიცებს, რომ რევოლუციამ ფიზიკურად და სულიერად გაანადგურა რუსეთის ინტელიგენცია. კაგებესთვის უკვე ცნობილი ხდება, რომ რომანი იტალიაში უნდა დაბეჭდონ. პასტერნაკს სთავაზობენ გადააკეთოს რომანი და ჰპირდებიან, რომ აუცილებლად დაბეჭდავენ. მწერალი უარს ამბობს, მაგრამ უკავშირდება იტალიურ გამომცემლობას და სთხოვს 1 ოქტომბრამდე შეაჩეროს რომანის გამოცემა იმ იმედით, რომ ”ჟივაგო” საბჭოთა კავშირში მაინც დაიბეჭდება.
[მუსიკა]
ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა ხმა: პასტერნაკისთვის ნობელის პრემია უნდა მიენიჭებინათ. ცნობილია, რომ 1955 წელს პასტერნაკისთვის ეს ამბავი უთქვამთ კიდეც, მაგრამ მწერლის რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო: ”პრემია რომ მივიღო, ე.ი. უნდა წავიდე მის ასაღებად...მე კი არ მცალია, ახალ რომანზე ვმუშაობ.”
პასტერნაკი ამ დროს ”ჟივაგოზე” მუშაობდა. 1958 წლის ოქტომბერში მან ოფიციალური დეპეშა მიიღო ნობელის პრემიის კომიტეტისგან. მისი პასუხი იყო: ”მადლობელი ვარ, ამაყი ვარ, მრცხვენია”. მეორე დღეს მას მწერალთა კავშირიდან კონსტანტინ ფედინი მიუგზავნეს და მოსთხოვეს უარი ეთქვა პრემიაზე, თუ არა, პრესაში მის წინააღმდეგ დიდი კამპანია გაჩაღდებოდა. რამდენიმე დღეში მან დეპეშა გაგზავნა სტოკჰოლმში - პასტერნაკმა უარი თქვა პრემიაზე.
მაგრამ კამპანია მაინც გაიშალა: ”თუკი არ გინდა იყო საბჭოთა ადამიანი, წადი, მოშორდი აქაურობას”... უთხრეს მას მწერალთა კავშირის სხდომაზე. პასტერნაკის მიმართ გამოთქმული ყველაზე ”რბილი” ეპითეტი - ”ესთეტი და დეკადენტი” იყო.
პასტერნაკის დევნა დაწყებული იყო, როცა 1958 წელს თბილისში პასტერნაკის მიერ თარგმნილი ქართველ პოეტთა ლექსები გამოიცა. ტიციან ტაბიძის ქალიშვილს, ნიტა ტაბიძეს, მწერალმა წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა, ტოლიატიმ ძალიან სთხოვა გამომცემელს არ დაებეჭდა რომანი, მაგრამ ფელტრინელიმ უპასუხა, მირჩევნია პარტიის რიგები დავტოვო, ვიდრე ”ჟივაგოს” დაბეჭდვაზე უარი ვთქვაო. ”არ გამოსცე ეს წიგნი, იგივეა დანაშაული ჩაიდინო კულტურის წინაშე”, უთქვამს იტალიელ გამომცემელს. ნოემბერში ”ჟივაგო” იტალიურ ენაზე გამოიცა...ამ ფაქტს სასწრაფოდ მოჰყვა პრავდის ”მოწინავე სტატია” და პასტერნაკის ლანძღვა... მწერალთა კავშირის სხდომაზე სერგეი მიხალკოვმა კატეგორიულად მოითხოვა პასტერნაკის გაძევება საბჭოთა კავშირიდან.
[მუსიკა]
1965 წელს მსოფლიო ეკრანებზე პასტერნაკის რომანის გრანდიოზული ეკრანიზაცია გამოვიდა. მთავარ როლებს ომარ შარიფი, ჯული კრისტი, როდ სტაიგერი, ჯერალდინ ჩაპლინი ასრულებდნენ. ფილმის გადაღება ფინეთსა და ესპანეთში მიმდინარეობდა. ფრანკოს დროინდელ ესპანეთში...როცა ამბოხების სცენას იღებდნენ, ესპანელებს ეგონათ, რომ რევოლუცია დაიწყო, რომ ხალხს ფრანკო უნდა დაემხო. დევიდ ლინის ფილმი 5 ამერიკული ”ოსკარით” აღინიშნა, თუმცა ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალზე ყველაზე მქუხარე აპლოდისმენტები მუსიკის ავტორს, მორის ჟარს, გაუმართეს.
[მუსიკა]
ბორის პასტერნაკის რომანში სიყვარულის ისტორია უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე თავად ისტორია. მორის ჟარი ამას მიხვდა და მთელი ფილმის მუსიკალური რიგი ორი თემის მონაცვლეობაზე ააგო - მარშისა და ლარას თემის დიალოგზე. სხვა საქმეა, რომ მუსიკოსებმა აქედან მხოლოდ ”ლარას თემა” აირჩიეს. უფრო მეტიც, ამ მუსიკამ საბჭოთა კულტურის იდეოლოგებსაც აუჩუყა გული. 70-იანი წლების დასაწყისში ფირმა ”მელოდიამ” პოლ მორიას ორკესტრის დისკი გამოუშვა, თუმცა მორის ჟარის მუსიკას, უბრალოდ, ”მელოდია” უწოდა.
”ჟივაგოს” სახელის ხსენება არ შეიძლებოდა. 1976 წელს საბჭოთა ტელევიზია ევროპის ჩემპიონატს გადასცემდა ფიგურულ სრიალში. კომენტატორს ეს აკრძალვა დაავიწყდა და პირდაპირ ეთერში განაცხადა: ”სრულდება მელოდია ფილმიდან ”დოქტორი ჟივაგო”... ხმის რეჟისორებმა სასწრაფოდ გამორთეს ხმა. საბჭოთა ხალხი მხოლოდ საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ გაიაზრებს, როგორ უხდება ეს მუსიკა პასტერნაკის გენიალურ რომანს.