პაკისტანში მღელვარება გამოიწვია მთავრობის მიერ მიმდინარე კვირაში დედაქალაქ ისლამაბადში
წითელ მეჩეთზე განხორციელებულმა რეიდმა, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის უდიდეს ქალაქ კარაჩიში დემონსტრანტები პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის წინააღმდეგ მიმართული მოწოდებებით გამოვიდნენ. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ისლამაბადში, ლაჰორსა და ფეშავარში. ხუთშაბათს მუშარაფმა გაამართლა რეიდი და თქვა, რომ ის გარდაუვალი იყო, ვინაიდან მეჩეთი ექსტრემიზმის ცენტრად იყო ქცეული.