Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა საგრძნობლად გაუზარდა სამხედრო


შეერთებულმა შტატებმა საგრძნობლად გაუზარდა სამხედრო დახმარება ისრაელს.

შეერთებულმა შტატებმა საგრძნობლად გაუზარდა სამხედრო დახმარება ისრაელს.
პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დაადასტურა, რომ უახლოესი ათი წლის მანძილზე ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების მოცულობა 25 პროცენტით გაიზრდება და 30 მილიარდ დოლარს მიაღწევს. "ისრაელისთვის უშიშროების სფეროში დახმარების სერიოზული გაზრდის გარდა ეს არის დადასტურება შეერთებული შტატების სურვილისა, შეინარჩუნოს ისრაელის სამხედრო უპირატესობა არაბული ქვეყნების მიმართ. ჩვენ გვესმის შეერთებული შტატების სურვილი, დაეხმაროს ზომიერი რეჟიმების მქონე არაბულ სახელმწიფოებს, რომლებიც შეერთებულ შტატებთან და ჩვენთან ერთად წინ აღუდგებიან ირანს. მაგრამ, ამასთან, ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკელების მხრიდან ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის მზრუნველობის დადასტურებას," განაცხადა ოლმერტმა. იტყობინებიან აგრეთვე, რომ შეერთებულ შტატებს გადაწყვტეილი აქვს შეიარაღების დიდი პარტია მიჰყიდოს საუდის არაბეთს და სპარსეთის ყურის რიგ სხვა სახელმწიფოებს, რათა მოიგერიონ ირანისგან მომავალი საფრთხე.

XS
SM
MD
LG