Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაბლოკა შეერთებული შტატების განზრახვა


რუსეთმა დაბლოკა შეერთებული შტატების განზრახვა გაეროს უშიშროების საბჭოს გაეკეთებინა განცხადება

რუსეთმა დაბლოკა შეერთებული შტატების განზრახვა გაეროს უშიშროების საბჭოს გაეკეთებინა განცხადება
საქართველოს დაბომბვის ფაქტზე, რომელსაც 6 აგვისტოს ჰქონდა ადგილი. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მას აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაარღვიეს. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოზე ნაადრევია მანამ, სანამ რუს სამხედრო ექსპერტთა დელეგაცია საქართველოში მოლაპარაკებებს არ დაასრულებს.
XS
SM
MD
LG