კარიბის ზღვის ჰაიტის, იამაიკის, საიმანის კუნძულებიდან,
ასევე მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულიდან, რომლებსაც ემუქრება ქაბრორბალა “დინი” ადგილობრივ მცხოვრებთა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს. ქარბორბალას, რომელმაც უკვე სამი ადამიანი იმსხვერპლა, დღეს იამაიკაზე მოელიან. აშშ-ის კოსმოსურმა უწყებამ “ნასამ” გადაწყვიტა, რომ კოსმოსური ხომალდი “ენდევორი” ერთი დღით ადრე დაბრუნდება დედამიწაზე, რადგან შიშობს, რომ ქარბორბალას შეუძლია ხელი შეუშალოს ფრენას. დღეს ხომალდი მოშორდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და დედამიწისკენ გამოემართა.