Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერები


აშშ-ის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერები მკაცრად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ბუშის

აშშ-ის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერები მკაცრად აკრიტიკებენ პრეზიდენტ ბუშის
მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ერაყიდან კოალიციის ჯარების ნაადრევ გამოყვანას მასობრივი სისხლისღვრა მოჰყვება; ისევე, როგორც ეს ამერიკელი სამხედროების ვიეტნამიდან გამოყვანას მოჰყვა. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ასეთი განცხადებები 22 აგვისტოს გააკეთა, როცა ის ვეტერანების წინაშე გამოდიოდა. უმრავლესობის ლიდერის სენატში ჰარი რიდის განცხადებით, "ბუშის სტრატეგია უძლურია მიაღწიოს პოლიტიკურ შედეგს, რაც ასე აუცილებელია სტაბილურობისთვის ერაყში." დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ბარაკ ობამას თქმით, ერაყის პრობლემების სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. მისი აზრით, ერაყთან მიმართებით მეტი დიპლომატია და ჰუმანიტარული დახმარებაა საჭირო.
XS
SM
MD
LG