Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვლადიმერ ჭიპაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვლადიმერ ჭიპაშვილმა თანამდებობა დატოვა
და იგი ჩეხეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დაინიშნება. ჭიპაშვილის სავარძელს გარემოს დაცვის ამჟამინდელი მინისტრი დავით ტყეშელაშვილი დაიკავებს. გარემოს დაცვას კი დავით ჩანტლაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ამავე სამინისტროში მოადგილის პოსტი ეკავა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა განაცხადა, რომელმაც დასძინა, რომ კონსტიტუციის თანახმად ამ საკადრო ცვლილებას პარლამენტში მთელის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცედურა ელოდება.
XS
SM
MD
LG