თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი პირობას დებს,
რომ გააქტიურებს ეკონომიკურ რეფორმებს და პირობებს შექმნის უცხოური ინვესტიციებისთვის. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მინისტრებს მოუწოდა, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ სახელმწიფო ქონება და ფინანსური რესურსები. დასავლეთის მსხვილი ინვესტიციები გვერდს უვლიდა თურქმენეთს შარშან გარდაცვლილი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის მმართველობის პერიოდში.