ავღანეთში ღაზნის პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით,
მრავალეროვანი კოალიციური ძალების საჰაერო იერიშისას მოკლეს თალიბანის მეთაური, რომლის მიერაც იყო ორგანიზებული სამხრეთკორეელი ქრისტიანების მძევლად აყვანა წელს, ივლისში. ავღანელი გენერლის, ალი შაჰ აჰმადზაის თქმით, წუხანდელი იერიშისას მოკლული 12 თალიბიდან ერთ-ერთი იყო მოლა აბდულა იანი, თალიბანის სარდალი ღაზნიში მდებარე ყარა ბაღის რაიონში. მრავალეროვანმა კოალიციამ დაადასტურა, რომ ღაზნის პროვინციაში საჰაერო იერიშისას, ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი რამდენიმე მეომარი მოკლეს, შეიპყრეს ოთხი. მაგრამ მრავალეროვან კოალიციას ჯერ არ დაუდასტურებია მოლა აბდულა იანის მოკვლის შესახებ ცნობა.