Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაარსებიდან 15


საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა.

საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიება ალექსეევკის შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე გაიმართა. სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო 1992 წლის 1 იანვარს შეიქმნა. 1993 წლის 10 აგვისტოს იგი მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა. სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები 1998 წლის 18 აგვისტოს გაერთიანდა და მას სამხედრო-საჰაერო ძალები ეწოდა.
პირველი საბრძოლო გაფრენა 1992 წლის 19 სექტემბერს განახორციელდა, რაც ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ დადგინდა.
XS
SM
MD
LG