Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ამომრჩევლებს, <br>"დაასრულონ


უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ამომრჩევლებს, "დაასრულონ ქაოსი" და

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ამომრჩევლებს,
"დაასრულონ ქაოსი" და
30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცენ რეფორმას. ვიქტორ იუშჩენკომ, რომელიც შაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა, თქვა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. იუშჩენკოს განცხადებით, უკრაინელი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას – ხმა უნდა მისცეს ან მომავალს და უკეთეს ცხოვრებას ანდა წარსულს და ძალას, რომელმაც ქვეყანაში დანაწევრება გამოიწვია. 450 სადეპუტატო მანდატისთვის 30 სექტემბერს ერთმანეთს შეეცილება 20 პარტია და ბლოკი. მედია ვარაუდობს, რომ 3 ლიდერი პარტიიდან ვერცერთი შეძლებს გამარჯვებას აშკარა უპირატესობით.
XS
SM
MD
LG