კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაჯი
დროებით გაუშვეს გაეროს სამხედრო ტრიბუნალის საპატიმროდან ნათესავის დაკრძალვაზე დასასწრებად. ჰარადინაჯს წაყენებული აქვს სამხედრო დანაშაულების ბრალდება 1998-99 წლებში კოსოვოს განთავისუფლების არმიის სარდლობის პერიოდში მოქმედებისთვის. ჰარადინაჯი უარყოფს ბრალდებებს, რომელთა შორისაა კოსოვოში სერბების მკვლელობის, წამების, გაუპატიურების ბრალდებები. ჰარადინაჯი 7 ოქტომბრამდე უნდა დაბრუნდეს გაეროს სამხედრო ტრიბუნალის საპატიმროში.