Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი მოსკოვში შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი მოსკოვში შეხვდნენ
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს. გენერალური შტაბის აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას, გეიტსმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ განათავსებს თავის სამხედრო ბაზებს საქართველოსა და უკრაინაში. ბუშის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა მოსკოვი იარაღის მიყიდვის გამო ირანისთვის და სირიისთვის. უფლებათა დამცველ აქტივისტებთან შეხვედრისას, კონდოლიზა რაისმა გამოთქვა სურვილი - დაეხმაროს მათ იმ ინსტიტუციების შექმნაში, რომლებიც ხალხს "სახელმწიფოს დისკრეციული ძალაუფლებისგან" დაიცავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანისა და თავდაცვის მინისტრის 2-დღიანი ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმების მიღწევა. ევროპაში განთავსების გარშემო. ამერიკის გეგმას, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების ჩეხეთსა და პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, მოსკოვი კვლავაც ეწინაღმდეგება. პარასკევს უშედეგოდ დასრულდა ამ თემაზე გამართული მოლაპარაკებები კონდოლიზა რაისსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის. ამერიკის ოფიციალური პირების ვიზიტი მოსკოვში დღეს დასრულდა.
XS
SM
MD
LG