Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ვენაში,

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ვენაში,
ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ორგანიზაციის როლს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მისი თქმით, შერეული საკონტროლო კომისია უუნარო აღმოჩნდა. "გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება და შეუძლებელია მათი განხორციელება, ვინაიდან ფორმატი და თავად სეპარატისტები გამუდმებით აბრკოლებენ ინიციატივებსა და წინადადებებს," თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ კომისიის ფორმატში მოლაპარაკებების წარმოება კონფლიქტის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG