Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა საერთაშორისო ორგანიზაციები ფართოდ აშუქებენ საქართველოში შექმნილ ვითარებას 7 ნოემბერს მომხდარი არეულობის ფონზე.

“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ დამოუკიდებელი მედიის აკრძალვა ქვეყნის ახალშობილი დემოკრატიისთვის ესოდენ გადამწყვეტ მომენტში მოხდა საქართველოში” - განაცხადა ნიუ იორკში ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოულ სიმონმა.

გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსისათვის მიცემულ ინტერვიუში,
საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ტელერადიოკორპორაცია “იმედის” დახურვა ამ უწყების მფლობელის პროვოკაციული ქმედების შედეგია. “ბატონმა პატარკაციშვილმა თავისი ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს საქართველოს უკანონო ხელისუფლების დასამხობად. ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ყოველივე ეს კარგა ხნის წინათ იყო დაგეგმილი” - დასძინა გიგა ბოკერიამ.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელს მოჰყავს ადგილობრივი ჟურნალისტების ნათქვამი თბილისში იმის შესახებ, რომ იმედის გადაცემები მართლაცდა მძაფრად კრიტიკული და დაუბალანსებელი იყო, თუმცა მის ჟურნალისტებს არ გამოუთქვამთ მოწოდება ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის შესახებ.

“ეს მთავრობა ხელისუფლებაში არაძალისმიერი პროტესტის ტალღამ მოიყვანა, და ამდენად ანგარიში უნდა გაუწიოს აზრის თავისუფალი გამოთქმის მნიშვნელობას” -განაცხადა ჰიუმენ რაითს უოჩის ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორმა ჰოული კარტნერმა.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენციას, რომელშიც საქართველოცაა გაწევრიანებული, მიაჩნია, რომ მთავრობები უფლებამოსილია გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა, თუ მომხდარი არეულობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG