Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2007 წელი ყველაზე მძიმე დანაკარგებით



2007 წელი ყველაზე მძიმე დანაკარგებით აღინიშნა ავღანეთში მოქმედი აშშ-ის ჯარისთვის, რომელმაც ამ ექვსი წლის წინათ წამოიწყო ოპერაცია ქვეყანაში თალიბანის რეჟიმის დამხობის მიზნით. ავღანეთში ნატოს მრავალეროვანი ჯარების პრესმდივნის ცნობით, ექვსი ამერიკელი და სამი ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს აღმოსავლეთ ავღანეთში. ამრიგად, 2007 წლის მანძილზე ავღანეთში მოკლულ ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხვმა 101-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG