Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები


წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ელემენტარული


საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას მოითხოვს - მაგალითად, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას, დასუფთავების საკითხის გადაჭრას, გზების რეაბილიტაციას და ასე შემდეგ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ქვეყნის პრეზიდენტის კი არა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა. როგორ მუშაობენ და აკმაყოფილებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნებს თვითმმართველობის ინსტიტუტები?

მოსახლეობასთან შეხვედრებზე მმართველი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხშირად იძლევა დაპირებას, მისი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობის დასაქმებასთან ერთად, გზებისა თუ წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების თაობაზე. სწორედ წყალმომარაგების გაუმჯობესების თხოვნით მიმართა მას ერთმა ქალბატონმა სოფელ დიღომში. აი, როგორ მოაგვარა ამომრჩევლის ეს თხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”გრაფიკი როგორია?... 10 საათი გამოდის. რამე დამატებითი სიმძლავრეები რომ დავდგათ და გავაუმჯობესოთ არ შეიძლება? მოდი, დავდგათ მეორე მოტორი, რომ გრაფიკი გავუუმჯობესოთ ხალხს.”(სტილი დაცულია)

ექსპერტების შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მოსახლეობის მოთხოვნები ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მუშაობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტის გიორგი ტოკლიკიშვილის აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეები ნაკლებად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში:

[გიორგი ტოკლიკიშვილის ხმა] ”საკრებულოს სხდომები არ არის მისაწვდომი მოსახლეობისათვის...”

გიორგი ტოკლიკიშვილის ორგანიზაციამ 6 მუნიციპალური ორგანოს საქმიანობა შეისწავლა და რამდენიმე რაიონის მოსახლეობა გამოკითხა. მაგალითად, ვარკეთილის, მუხიანისა და ფონიჭალის მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურია სამი პრობლემა: მაწანწალა ძაღლები, შიდასაუბნო გზები და სტაბილური წყალმომარაგება. კვლევამ ასევე გაარკვია, რომ მოსახლეობა პასიურობით გამოირჩევა, რადგან მოცემული სამი უბნის მოსახლეობის მხოლოდ 7-მა პროცენტმა მიმართა გამგეობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიმართვათა უმრავლესობა უშედეგოდ დასრულდა. გიორგი ტოკლიკიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის ორგანოებში მოქალაქეთა ჩართულობის გარდა, პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტთა გადაწყვეტილებების იურიდიული სიმტკიცე:

[გიორგი ტოკლიკიშვილის ხმა] ”თუ ხდება რაღაცა ფორმით ამ აქტების ...”

სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტებმა უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების პროცესსა და ხარჯვით ნაწილშიც. თვალსაჩინოებისთვის: მაგალითად, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ბიუჯეტში გათვალისწინებულია პოლიციის დაფინანსების ხარჯები, საერთო ჯამში, დაახლოებით 150 ათასი ლარი. რადგან პოლიციის დაფინანსება არანაირად არ წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტების პრეროგატივას, გაწეული ხარჯები არამიზნობრივად ითვლება. არის სხვა ფინანსური თუ სამართლებრივი დარღვევებიც, პროცესებში მოქალაქეთა გაუთვითცნობიერებლობა, რაც, ექსპერტების აზრით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის სისუსტეზე მეტყველებს.
XS
SM
MD
LG