Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი მოსახლეობას


პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი მოსახლეობას ოთხშაბათს მიმართავს.

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი მოსახლეობას ოთხშაბათს მიმართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასეთი ცნობა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 8 იანვარს აღარ ჩატარდება. ახალი თარიღი ოთხშაბათს უნდა დაკონკრეტდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებას შეუძლებლად მიიჩნევს იმ არეულობის ფონზე, რომელიც პაკისტანში ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობამ გამოიწვია. 27 დეკემბრის შემდეგ არეულობას ქვეყანაში სულ ცოტა 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG