უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ 30 იანვარს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და მისი მოქმედების გეგმას „საქართველო სიღარიბის გარეშე“ უყრის კენჭს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ოპოზიცია, რომლისთვისაც მინისტრთა ახალი კაბინეტი მთელი რიგი ფაქტორების გამოა მიუღებელი. საპარლამენტო ფრაქციებსა და კომიტეტებში გრძელდება მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატთა მოსმენა. შესაბამისად ამ დღეებში როგორც პარლამენტსშიდა, ისე პარლამენტსგარეთა დებატებისა და საუბრების მთავარ თემად სამთავრობო ცვლილებები რჩება. ამ თემის ირგვლივ განვითარდა გასული სამუშაო კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენებიც. ნონა მჭედლიშვილს მოუსმინეთ.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს, 21 იანვარს, პროცედურის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. მიხეილ სააკაშვილმა გადამდგარ მთავრობას დროებით გაუგრძელა უფლებამოსილება, პრემიერ–მინსიტრის მოვალეობის შემსულებლად ლადო გურგენიძე დაასახელა და მას მინისტრთა ახალი კაბინეტის დაკომპლექტება დაავალა. სამთავრობო ცვლილებების პროცედურების განმარტებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობას სავალდებულო პროცედურების დაჩქარებულ ტემპში გავლას ანიჭებდნენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამას შემდეგი გარემოებით ხსნიდა.
[ლევან ბეჟაშვილის ხმა]“ კანონმდებლობით განსაზღვრულია ზედა ზღვარი თითოეულ კონკრეტულ პროცედურაზე, თუმცა რეალურად უმჯობესია აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელისუფლების წყვეტა რომ არ იყოს გამოწვეული დიდ ვადით უმჯობესია რასაკვირველია, რომ მოკლე ვადაში მოხდეს პროცედურების შესრულება და მიზანშეწონილია, რომ დაახლოებით ერთი კვირის, ათდღიან ვადაში მოხდეს ამ პროცედურების დასრულება.“
პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავარაუდოდ მომავალ კვირაში დასრულდება.მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგელობის პრეზენტაცია კი 24 იანვარს მოხდა. კაბინეტში კვლავაც 17 მინისტრია წარმოდგენილი, მათგან საკადრო და სტრუქტურული ცვლილება არ შეეხო მხოლოდ 6 მინისტრს–პოსტები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა, ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ. ლტოლვილთა და განსახლების ყოფილმა მინისტრმა კობა სულებლიანმა ამავე საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გადაინაცვლა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა. რაც შეეხება ახალ და მეტ–ნაკლებად ახალ სახეებს. როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ლადო გურგენიძემ განაცხადა, ისინი სამ თაობას წარმოადგენენ, თანაც განსაკუთრებული ნიშნით.
[ლადო გურგენიძის ხმა] ”შერჩევა წარმოებდა პროფესიული ნიშნით და სამოქალაქო ღირებულებების ნიშნით და არამც და არამც პოლიტიკური და პარტიული ნიშნით. ძლიერი მხარე ამ მთავრობისა არის მისი ძველი და ახალი წევრების გამოცდილება, პროფესიონალიზმი.”
ლადო გურგენიძის კაბინეტის ახალი წევრები არიან ზაზა გამცემლიძე, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე, გია ნოდია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციიკს საკითხებში თემურ იაკობაშვილი გახდება, მისი წინამორბედი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე კი საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს. ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე გახდება, დავით ტყეშელაშვილი რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს, ჯანდაცვის მინისტრად სანდრო კვიტაშვილი დაინიშნება, კულტურის მინისტრის თანამდებობას ნიკა ვაჩეიშვილი ჩაიბარებს, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძე გახდება, მთავრობის კანცელარიის აპარატის უფროსად კი კახა ბენდუქიძე დაინიშნება. როგორ აღიქვამენ დაგეგმილ ცვილებებს საქართველოს ხელისუფლებასა და მის ოპოზიციაში. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო კარუსელი დატრიალდა და არჩევანი სწორედ პოლიტიკური ნიშნით მათზე შეჩერდა, ვინც არჩევნების შედეგების გაყალბებას შეუწყო ხელი ან დარღვევებზე თვალი დახუჭა. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი კახა კუკავა, მაგალითად ირწმუნება, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა დამტკიცების შემდეგ მხოლოდ 2 თვეს გასტანს, მიხეილ სააკაშვილი კი ახლო მომავალში საპროტესტო გამოსვლების არნახულ ტალღას მიიღებს. სხვაგვარად ფიქრობს თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციას მთავრობაში თუნდაც საპარლამენტო არჩვენების შემდეგ ელის, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი შემდეგნაირად ახასიათებს.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ეს არის ყველაზე ფუნდამენტური განახლება რაც კი ოდესმე ყოფილა საქართველოს მთავრობაში ერთჯერადად და პრაქტიკულად ყველა ბლოკში. ჩვენ გვჭირდებოდა ახალი სისხლი, ახალი ენერგია, ახალი ამოცანების შესასრულებლად. ”
ეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში გააკეთა. 24 იანვარს იგი ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ოცი წუთის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი ისეთ საკითხებს შეეხო, როგორებიცაა არჩევნები, სიღარიბის დაძლევა, კონფლიქტური რეგიონებთან და რუსეთთან ურთიერთობები და სხვა. სიტყვის დასრულების შემდეგ ყველაზე მწვავე შეკითხვები საქართველოს პრეზიდენტს სწორედ რუსეთის დელეგაციის წევრებმა დაუსვეს. ისინი ამ სიმწვავით გამოირჩეოდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოში ნოემბრის მოვლენებისა და საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების განხილვის დროსაც. თუმცა ამავე კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადებაც იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს ის, რომ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. „ჩვენს ინტერესებშია სტაბილურობის შენარჩუნება და ის, რომ არ დავუშვათ სეპარატიზმი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა“–დასძენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მოსალოდნელია თუ არა მხარეთა დეკლარირებული მზაობის ფონზე საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში მკვეთრი დათბობა. შეკითხვა მიმდინარე კვირაშიც არ კარგავდა აქტუალობას. როგორც ექსპერტმა, რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატმა თემურ იაკობაშვილმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში შენიშნა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის უცებ გაჯანსაღების ილუზია არავის უნდა ჰქონდეს. მით უფრო მაშინ, როცა საქართველოში საპარლამენტო, რუსეთში კი საპრეზიდენტო არჩევნებია ჩასატარებელი.
[თემურ იაკობაშვილის ხმა]“მანამდე არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი მხარეებმა შეიძლება გამოიყენონ ფიქრისათვის. მე ასე მესმის ლავროვის განცხადება. რაც შეეხება კოსოვოს თემას, მე გავიხსენებ, რომ ლავროვმა ასეთი განცხადება 5 თვის წინაც გააკეთა. რუსებს ძალიან კარგად ესმით, რომ ამ პრეცედენტის განმეორება წამგებიანია. მათ ამ პრეცედენტის დაშვებაც არ უნდათ–არა ჩვენს გამო, არამედ საკუთარი ინტერესების გამო.“
ამბობს ლადო გურგენიძის ჯერ დაუმტკიცებელი კაბინეტის ერთ–ერთი წევრი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თემურ იაკობაშვილი.
გასული სამუშაო კვირის მთავარ მოვლენებში აისახა ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის ვალერი გელბახიანის დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხიც. დეპუტატის მიმართ ამ პროცედურის განხორციელება პროკურატურას მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეუძლია. მანამდე კი ვალერი გელბახიანს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. ფარული ვიდეოჩანაწერის საფუძველზე ეჭვმიტანილად იგი დეკემბრის ბოლოს ცნეს. დეპუტატს ბრალი შეთქმულების გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის ხელშეწყობაში ედება.
[ვალერი გელბახიანის ხმა]“ ერთ საათში მობილიზაცია უნდა მოხდეს. ავა 200 000–მდე. თბილისის აგდება, ხო იცი, რა არის. ყველაფერი მოხდება 5–ის მერე, კამპანია ჩვენ ჯერ არ წაგვიყვანია.“
ესაა ნაწყვეტი ვიდეოჩანაწერიდან. ამ ჩანაწერში ვალერი გელბახიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის ორგანიზების გეგმაზე ესაუბრება. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დეპუტატ ვალერი გელბახიანის პირადი ბინისა და სამუშაო ადგილის ჩხრეკისა და აღმკვეთი ღონისძიების გატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 28 იანვარს მიიღებს. 25 იანვარს კი ასევე ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით ყადაღა დაედო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში, ტერორისტული აქტის მომზადებასა და საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ჯანმრთელობის ხელყოფის მომზადებაში ბრალდებული არკადი პატარკაციშვილისა და მასთან დაკავშირებულ პირთა ქონებას.