Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს მიმართავდნენ ნატოს, მხარი დაუჭიროს და გააფართოოს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს მიმართავდნენ ნატოს, მხარი დაუჭიროს და გააფართოოს
ძალისხმევა ავღანეთის უსაფრთხოებისა და აღმშენებლობის საკითხებთან მიმართებით. ქაბულში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე დიკ ჩეინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მიერ აღებული პასუხისმგებლობა ავღანეთთან მიმართებით. თუმცა აღნიშნა ისიც, რომ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. "ამ თვეში ჩვენ ვიწყებთ დამატებით 3200 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცის გამოშვებას აქ. და ორი კვირის შემდეგ, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, ავღანეთი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება და ამერიკა თხოვს ნატოელ მოკავშირეებს, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ." შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, ახლო აღმოსავლეთში 10-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში, დღეს მოულოდნელად ეწვია ქაბულს.
XS
SM
MD
LG