Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც ბარიერი


ოთხი საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც ბარიერი გადალახა, სამი დაეჭვებას გამოთქვამს

ოთხი საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც ბარიერი გადალახა, სამი დაეჭვებას გამოთქვამს
საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ. ხუთშაბათს, გვიან საღამოს ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გამყრელიძემ, სატელევიზიო კომპანია ”რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეროვნული საბჭოსა და მემარჯვენეების ბლოკი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. გამყრელიძის თქმით, კოალიცია პარლამენტის ბოიკოტის პერსპექტივასაც განიხილავს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია ახალ პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებს - იმ შემთხვევაში თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც ასევე მოიქცევიან. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ კი ამავე ტელეკომპანიასთან საუბარში სკეპტიკურად შეაფასა პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების იდეა. თარგამაძის თქმით, მისი პარტია პასუხს აგებს იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მას მისცა ხმა.
XS
SM
MD
LG