Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში წუხელ მომხდარი აფეთქების გამო


გალში წუხელ მომხდარი აფეთქების გამო, სერგეი ბაღაფშმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

გალში წუხელ მომხდარი აფეთქების გამო, სერგეი ბაღაფშმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, გალში მომხდარი აფეთქება "საქართველოს მხრიდან ტერორისტული აქტების გაგრძელებაა". აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის განყოფილების უფროსი ჯანსუღ მურატია. სერგეი ბაღაფშის განცხადებით: [ბაღაფშის ხმა] “ეს არის წმინდა წყლის ტერორიზმი. ეს შედის ყოველივე იმის სერიაში, რაც ხდებოდა რკინიგზაზე (როცა საქართველო პროტესტს გამოთქვამდა იქ რკინიგზელი მშენებლების შეყვანის გამო), რაც იყო სოხუმში, რაც იყო გაგრაში, აფეთქებები”. დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, ის დანარჩენ საქართველოსთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტს და ამის მიზეზად აფხაზეთში ბოლო ხანს გახშირებულ ტერაქტებს ასახელებს.
XS
SM
MD
LG