ავღანეთის სამთავრობო კომისიის განცხადებით, კვირას ნანგარჰარის პროვინციაში აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა,
სულ ცოტა, 47 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ქორწილში მიდიოდნენ. მანამდე აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლებმა უარყვეს ცნობა, რომ საჰაერო იერიშებმა, რომლებიც ექსტრემისტების წინააღმდეგ იყო მიმართულ, სამოქალაქო პირების სიცოცხლე შეიწირა. სამთავრობო კომისიის წევრის, პარლამენტარ ბურჰუნულა შინვარის ინფორმაციით, დაღუპულების უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. კომისია პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გააგზავნა ნანგარჰარის პროვინციაში ინციდენტის გამოსაძიებლად.