როცა ის დასავლეთში გამოქვეყნდა 70-იანი წლების დამდეგს, სოლჟენიცინის ყველაზე ცნობილ ნაშრომს ატლანტიკის ორივე მხარეს უზარმაზარი გამოძახილი მოჰყვა.
1973 წელი იდგა. ამერიკის ჯარები ვიეტნამს ტოვებდნენ. ცივ ომში დაძაბულობის შესუსტება და საბჭოთა კავშირთან თანაარსებობა პოპულარული იდეები იყო. დასავლეთევროპელები დაქანცა ცივი ომით გამოწვეულმა დაყოფამ. ევროპელი მემარცხენეები კი საბჭოთა კავშირთან დაახლოებაზე საუბრობდნენ.
და ამ დროს ქვეყნდება ალექსანდრ სოლჟენიცინის "არქიპელაგი გულაგი". ეს წიგნი, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ფარულად გაიტანეს პარიზსა და ნიუ იორკში მიკროფილმების მეშვეობით, საბჭოთა შრომის ბანაკების სისტემის მონუმენტური და შემაძრწუნებელი ისტორიაა.
ეს გახლდათ ამ თემაზე დაწერილი ყველაზე საფუძვლიანი და მძლავრი ნაწარმოები, რაც კი მსოფლიოს მანამდე ენახა. მოუსმინეთ პულიცერის პრემიის ლაურეატს, ენ ეპლბაუმს, ავტორს წიგნისა "გულაგის ისტორია":
[ენ ეპლბაუმის ხმა] "მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა, რომ ეს ბანაკები რაიმე შემთხვევითი პრობლემა კი არ იყო, ან საბჭოთა კავშირის მიერ დაშვებული რაიმე შეცდომა; არამედ ისინი იყო სისტემის შემადგენელი ნაწილი, ასე იყო თავიდანვე და მათში მილიონობით ადამიანმა გამოიარა."
წიგნმა უზარმაზარი გავლენა იქონია როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში და ელიტაში საბჭოთა კავშირის შესახებ წარმოდგენის გადაფასება გამოიწვია. გავლენა იმოდენა იყო, რომ საბჭოთა ლიდერმა, ლეონიდ ბრეჟნევმა 1974 წლის იანვარში მოიწვია პოლიტბიუროს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს იმაზე, რა ეღონათ სოლჟენიცინისა და მისი წიგნის წინააღმდეგ. თებერვალში კი სოლჟენიცინი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. საბოლოოდ ის ამერიკაში, ვერმონტის შტატის ქალაქ კავენდიშში დასახლდა.
ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და მისი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ. "გულაგის" გამოქვეყნებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ზურგი გაუმაგრა მემარჯვენე ძალებს, რომლებიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ენ ეპლბაუმის თქმით, შორეული პერსპექტივით წიგნის გავლენა ის იყო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ადამიანის უფლებათა საკითხმა.
მიმომხილველთა ნაწილი ფრთხილობს პირდაპირი კავშირების დანახვას სოლჟენიცინის წიგნსა და ვაშინგტონის პოლიტიკური ხაზის ცვლილებას შორის. მაგრამ, ენ ეპლბაუმისს აზრით, გავლენა აშკარაა და მისი უარყოფა ძნელია:
[ენ ეპლბაუმის ხმა] "ჯერ ჯიმი კარტერმა, შემდეგ კი რეიგანმა აქციეს ადამიანის უფლებები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ნაწილად და საბჭოთა კავშირთან დიალოგის ნაწილად. და, გარკვეულწილად, სოლჟენიცინმა - მისი სახელის, მისი წიგნის სტატუსისა და იმის გამო, რომ ის ქვეყნიდან გააძევეს - მასა და მისი ნაშრომის გარშემო ატეხილმა ამბებმა, წვლილი შეიტანა ამ მისწრაფებაში, რომ ადამიანის უფლებები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო."
ცვლილებები მოხდა ევროპაშიც. "არქიპელაგ გულაგის" გამოქვეყნების პერიოდში დასავლეთი ევროპა აღმოსავლეთ ევროპასთან და საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის ნორმალიზებით იყო დაკავებული. უფრო მეტიც: დასავლეთევროპელი, განსაკუთრებით, ფრანგი მემარცხენეები, ყველაზე მეტად კი ფრანგი კომუნისტები, ცივ ომში ვაშინგტონის წინააღმდეგ მოსკოვის გვერდით დგომას მოითხოვდნენ. მართალია, 50-იან და 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის აგრესიულმა პოლიტიკამ ძლიერ დაასუსტა მათი არგუმენტები. მაგრამ, როგორც ბრიტანელმა ჟურნალისტმა და საერთაშორისო მიმომხილველმა, ჟუნალ "ეკონომისტის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ და რუსეთის სპეციალისტმა, ედვარდ ლუკასმა თქვა ჩვენს რადიოსთან საუბარში, საბოლოოდ მაინც "არქიპელაგ გულაგის" გამოქვეყნებამ გაუქარწყლა უკანასკნელი ილუზიები ევროპელ მემარცხენეებს.
[ედვარდ ლუკასის ხმა] "ჩემი აზრით, წიგნის გამოსვლა იმ დროს დაემთხვა, როცა საბჭოთა კავშირის შესახებ ილუზიები უკვე იწყებდა მსხვრევას. უნგრეთის აჯანყებამდე ჯერ კიდევ ბევრს სჯეროდა, პრაღის გაზაფხულამდეც ბევრს სჯეროდა. მაგრამ "გულაგი" ისეთ დროს გამოვიდა, როცა უკვე ძნელი იყო, კაცს საბჭოთა ექსპერიმენტის რწმენა ჰქონოდა. მე ვიტყოდი, წიგნმა იმის კრისტალიზება მოახდინა, რაც ევროპელ მემარცხენეთა წრეებში კომუნისტური ექსპერიმენტით შეფარული განხიბვლის სახით უკვე არსებობდა."