უკრაინაში, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მომხრე პარლამენტარებმა ოფიციალურად დატოვეს
მმართველი, პროდასავლური კოალიცია, მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას პრეზიდენტის ძალუფლების შეკვეცის თაობაზე. ფრაქცია ”ჩვენი უკრაინის” ამ გადაწყვეტილებით უკრაინაში იწყება 30 დღიანი პერიოდი, როდესაც ან ახალი კოალიცია უნდა შედგეს, ან ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. სამშაბათს, პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ მხარი დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას, რათა მიღებულ იქნას კანონი, რომელიც იუშჩენკოს უფლებამოსილებას შეამცირებს, ტიმოშენკოსას კი გაზრდის. ვიქტორ იუშჩენკო ინიციატივას ანტი-კონსტიტუციურს უწოდებს.