Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი დაიწყებს


უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივ მაუწყებელზე

უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივ მაუწყებელზე
დებატების გამართვის გარანტირებულობის საკითხზე. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა თავდაპირველად ანტიკრიზისულ საბჭოში გაიმართება, რათა მიღწეულ იქნეს პოლიტიკური კონსენსუსი. მერე შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. გასულ კვირაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატების გარანტირებულობის ინიციატივით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG