Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფინეთის ყოფილ პრეზიდენტს მიენიჭა


მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფინეთის ყოფილ პრეზიდენტს, მარტი აჰტისაარის მიენიჭა.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ფინეთის ყოფილ პრეზიდენტს, მარტი აჰტისაარის მიენიჭა.
ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განმარტებით, მან აჰტისაარი შეარჩია ძალისხმევისთვის, მსოფლიოს მრავალ კუთხეში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. აჰტისაარიმ - პირველმა ფინელმა, რომელსაც ეს პრესტიჟული პრემია ერგო - უკვე გამოთქვა სიხარული და მადლიერება ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების გამო. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ულე დანბოლტ მიოსმა აჰტისაარის “საუცხოო მომრიგებელი უწოდა”:
“ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, 2008 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიანიჭოს მარტი აჰტისაარის მისი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის საერთაშორისო კონლიფქტების მოგვარების საქმეში რამდენიმე კონტინენტსა და სამზე მეტი ათწლეულის მანძილზე. ამ ძალისხმევამ წვლილი შეიტანა იმაში, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი იყოს და ერებს შორის ძმობა განმტკიცდეს ალფრედ ნობელის სულისკვეთებით.”
XS
SM
MD
LG