საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიის გაფორმებას
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. სააკაშვილის თქმით, ყველა ქვეყანამ, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მძლავრ სახელმწიფოსთან ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება მოახერხა, მოახერხა თავისი სტაბილური განვითარებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაც. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. დღესვე ოპოზიციური კონსერვატული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ აუცილებელია, მოეწყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ხელშეკრულების პროექტის საჯარო განხილვა. კუკავას თქმით, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების მანდატი აღარ გააჩნია.