24 დეკემბერს გაკეთებული პირველი პოლიტიკური განცხადებებით ყოფილმა დიპლომატმა იმედები გაუცრუა მათ, ვინც მისგან საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებას მოელოდა. საქართველოს უახლესი წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ალასანიასთვის ამ ამბიციური გეგმის განხორცვიელება, ძირითადი საყრდენი ძალის გარეშე, საკმაოდ რთული იქნება. ამგვარ მსჯელობათა ფონზე ყოფილი დიპლომატი ოპოზიციურ სპექტრთან კონსულტაციებს განაგრძობს.
მოდით, ჯერ გავიხსენოთ, რომ 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ არ დააკონკრეტა, თუ ვისთან, რა ფორმით აპირებს თანამშრომლობას და რომელ ძალებს ხედავს მოკავშირედ მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში:
(ალასანიას ხმა) ”ჩვენ ერთად, თანხმობით, მოთმინებით და სიმტკიცით გავაკეთებთ ახალ არჩევანს. და სწორედ ამ მიზნით და ამ რწმენით დავიწყე კონსულტაციები ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, რათა ჩვენი გამოცდილება მოხმარდეს ხალხის კონსოლიდაციას ქვეყნის გამთლიანების, უსაფრთხოების, სტაბილურობის და კეთილდღეობის მისაღწევად... მე ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვაპირებ თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმით, ვინც კი გაიზიარებს ამ სიახლის იდეას. ჩემი აზრით, ეს კონსულტაციები, დარწმუნებული ვარ, იქნება პროდუქტიული, მაგრამ წინასწარ ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია.” (სტილი დაცულია)
კონსულტაციები, რომლებსაც გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია უკვე მეორე დღეა მართავს, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. დეტალები არც იმ შეხვედრასთან მიმართებით კონკრეტდება, რომელიც ყოფილმა დიპლომატმა 25 დეკემბერს ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების პოლიტიკურ ალიანსთან გამართა. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ პროცესს, რომელიც ჯერ ისევ გრძელდება, ”ოპტიმალური თანაარსებობის” გზების ძიება უწოდა და მხარეების საერთო მიზნად ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობის შექმნა დაასახელა. ირაკლი ალასანიას გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის ერთ-ერთი ვერსია მას სწორედ ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების მიერ 8 დეკემბერს შექმნილი ალიანსის ლიდერად ასახელებდა. ალასანია, როგორც ზოგადად ლიდერი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც დაახასიათა:
(უსუფაშვილის ხმა) ”ეს იქნება სხვა ტიპის ლიდერი, არა იმ ტიპის, რაც გვინახავს დღემდე არაერთხელ... ეს იქნება გუნდის ლიდერი და გუნდი იქნება წამყვანი ამ პროცესში. ბატონ ირაკლისთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარეობდა, მიმდინარეობს.” (სტილი დაცულია)
დავით უსუფაშვილმა ეს კომენტარი 8 დეკემბერს გააკეთა, როცა ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ახალი პოლიტიკური ერთობა შეიქმნა. მას შემდეგ ალასანიას შესახებ კიდევ არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა. მაგალითად, ის, რომ გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან აპირებდეს გაერთიანებას. საუბარია პარტიაზე ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”.
შემდეგ იყო კიდევ ერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას აპირებს და რომ მისი მთავარი მოკავშირე სოზარ სუბარი იქნება. გავრცელებულ ინფორმაციას სახალხო დამცველი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ჭორს უწოდებს, თუმცა ალასანიასთან შეხვედრას არ უარყოფს:
(სუბარის ხმა) ”ეს იყო მოგონილი თემა. მე თვითონ პრესიდან გავიგე, რომ ასეთი რამ ხდება... ისევე, როგორც ირაკლიმ გაიგო პრესიდან... მე ვთქვი საჯაროდ, რომ მან დამირეკა და მითხრა, რომ აინტერესებდა ჩემთან შეხვედრა. მეც ძალიან მაინტერესებდა... და შევხვდით დღეს და ვისაუბრეთ და იყო ძალიან საინტერესო საუბარი. შეუძლებელია, დღეს საქართველოში ცხოვრობდე ადამიანი და არ ფიქრობდე შენი ქვეყნის მომავალზე, არ გაინტერესებდეს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ შექმნილი კრიზისიდან, რომელმაც მოიცვა ყველაფერი - პოლიტიკაც, ეკონომიკაც... წასვლამდე კიდევ ერთხელ შევხვდებით და ვისაუბრებთ... /რადიო ”თავისუფლება”: ანუ თქვენ რჩებით სახალხო დამცველად? / ... რასაკვირველია, ამაზე არც არის ლაპარაკი. მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას (და აგვისტოს მოვლენების შემდეგ გამიჩნდა ეს იდეა, თორემ მანამდე მაინცდამაინც არ მქონია ასეთი იდეები)... ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო იქ, სადაც უფრო მეტად იქნება შესაძლებელი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ დღეს, ხვალ, ზეგ რაღაც მკვეთრ მოძრაობებს ვაპირებ. მე ვასრულებ ჩემს საქმეს. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მე მომავალზე არ ვიფიქრო...” (სტილი დაცულია)
საკუთარი პარტიის შექმნასთან დაკავშირებული ინფორმაცია ირაკლი ალასანიამაც უარყო. 24 დეკემბერს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მან შეკითხვას არაპირდაპირი პასუხი გასცა:
(ალასანიას ხმა) ”ჩემი აზრით, საქართველოში საკმარისად ბევრია უკვე პარტიები. მთავარი ამოცანა იქნება კონსოლიდაცია ყველა ჯანსაღი ძალის.” (სტილი დაცულია)
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს უახლესი წარსულის გამოცდილებით მსჯელობს და მიიჩნევს, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის, ძირითადი საყრდენის გარეშე ირაკლი ალასანიას ეფექტიანი საქმიანობა გაუჭირდება:
(საყვარელიძის ხმა) ”ამგვარი გამოცდილება ქართულ სინამდვილეში გვაქვს: როცა პოლიტიკური ფიგურა ჩნდებოდა პარტიული ზურგის, საყრდენის გარეშე, ის ნაკლებად თავისუფალი იყო სხვა პარტიების გავლენისგან. ორი შემთხვევა გვაქვს ასეთი: ერთი - ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ახლახან დაიჩივლა, ჩემი შეცდომა იყო, რომ პარტიის გარეშე შევედი იმ გაერთიანებაში, რომელიც ვარდების რევოლუციამ მოიტანაო... და მეორე - ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც სწორედ იმიტომ დაასახელეს ლიდერად, რომ მის უკან პარტია არ იყო და ის ვერ გახდებოდა, თუ შეიძლება ითქვას, ერთმმართველი. ძალა არ ეყოფოდა ამის. თვითონ ეს მოტივიც და მიდგომაც მიუთითებს, რომ უპარტიოდ პოლიტიკური ფიგურა სუსტია.” (სტილი დაცულია)
რამაზ საყვარელიძეს ირაკლი ალასანიას შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. ის ფიქრობს, რომ ყოფილი დიპლომატი გონიერი პოლიტიკოსია და მას საკმაოდ კარგი პოლიტიკური სტილი აქვს; მას აქვს ტაქტი, ზომიერება და არც გამბედაობა აკლია. თუმცა პოლიტოლოგი ოპოზიციურ ძალთა გაერთიანებას საქართველოში საკმაოდ რთულ ამოცანად მიიჩნევს. მაგალითად, ლეიბორისტებმა კატეგორიული პირობები უკვე წამოაყენეს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იოსებ შატბერაშვილი, თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ალასანიას ლიდერობის ამბიცია არ ექნება:
(შატბერაშვილის ხმა) ”ჩვენ ირაკლი ალასანიასთან ვითანამშრომლებთ როგორც ჩვეულებრივ, რიგით ოპოზიციონერთან და არა როგორც მომავალ პრეზიდენტობის კანდიდატთან, რომლის კანდიდატურასაც მხარს უჭერს არა საქართველოს მოსახლეობა.” (სტილი დაცულია)
ლეიბორისტებისგან განსხვავებით, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში მოიძებნება არაერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ირაკლი ალასანია სასურველ ლიდერად წარმოუდგენია. კონსულტაციები გრძელდება.