Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მეთვალყურეებმა და ეუთომ დაგმეს


ევროკავშირის მეთვალყურეებმა და ეუთომ დაგმეს ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი პოლიციელის მოკვლის ფაქტი.

ევროკავშირის მეთვალყურეებმა და ეუთომ დაგმეს ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი პოლიციელის მოკვლის ფაქტი.
საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის განცხადებით, სროლა, რომელმაც პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა, იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების “სრულიად მიუღებელი” დარღვევა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ ქართველი პოლიციელის მოკვლა დაგმო ეუთოს მორიგე თავმჯდომარე საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დორა ბაკოგიანისმაც. როგორც ეუთოს განცხადებაშია ნათქვამი, ეუთოს მეთვალყურეები შეესწრნენ, როგორ მოკლეს ქართველი პოლიციელი პარასკევს დილით, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის პოლიციის საგუშაგოზე.
XS
SM
MD
LG