Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ერვე მორენის


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ერვე მორენის თქმით, მისი ქვეყანა არ ნანობს, რომ ნატოს ინტეგრირებულ სამხედრო ხელმძღვანელობაში ბრუნდება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ერვე მორენის თქმით, მისი ქვეყანა არ ნანობს, რომ ნატოს ინტეგრირებულ სამხედრო ხელმძღვანელობაში ბრუნდება
43 წლის შემდეგ. სამხედრო ხელმძღვანელობაში დაბრუნება საფრანგეთს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ნატოს ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებაში და საკუთარი ოფიცრების წამოყენებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამასთან, ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მორენმა თქვა, რომ ნატომ მომავალ გაფართოებამდე, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის მიღებამდე, რუსეთთან უნდა გამართოს კონსულტაციები. "არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელია ჩვენს რუს მეგობრებთან მოლაპარაკების გარეშე. ევროპის არქიტექტურა რუსეთთან ერთად უნდა აშენდესო", თქვა მორენმა.

XS
SM
MD
LG