Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, თბილისში მყოფმა ეუთოს ამჟამინდელი


დღეს, თბილისში მყოფმა ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის,

დღეს, თბილისში მყოფმა ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის,
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დორა ბაკოიანისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება პრიორიტეტული საკითხია, რადგან მისმა შეწყვეტამ შესაძლოა, საფრთხე მთელ სამშვიდობო პროცესს შეუქმნას. ბაკოიანისმა აღნიშნა, რომ მანდატის გაგრძელების თაობაზე კონსენსუსი მხოლოდ საკითხის დეპოლიტიზაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას დღეს დახურულ კარს მიღმა გააცნო საბერძენთის კონკრეტული ინიციატივები, რომლის შინაარსი არც დორა ბაკოიანისს და არც გრიგოლ ვაშაძეს არ დაუკონკრეტებიათ. დღესვე ბაკოიანისი პრემიერ-მინისტრ გილაურს და სახელმწიფო მინისტრ იაკობაშვილს შეხვდა. თბილისიდან გამგზავრებემდე დორა ბაკოიანისი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც ხვდება.
XS
SM
MD
LG