აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა 2010 წლის ბიუჯეტის გეგმები, რომელთა ძირითადი ნაწილიც შეესაბამება პრეზიდენტ ობამას გეგმას - ის 3,5 ტრილიონ დოლარს მოიცავს. ახლა სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა იმუშაონ მათს ორ გეგმას შორის განსხვავებების აღმოსაფხვრელად. ბიუჯეტის დამტკიცებას კანონის ძალა არა აქვს, მაგრამ განსაზღვრავს პარამეტრებს ხარჯებთან და გადასახადებთან დაკავშირებული ზომებისთვის.