Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიიდან გააძევეს რუსი დიპლომატი, რომელიც ადრე თბილისშიც მსახურობდა


ლატვიის ტელევიზიის ცნობით, ლატვიიდან გააძევეს რუსი დიპლომატი, ალექსანდრ ხაპილოვი, ეჭვმიტანილი საქართველოს პრეზიდენტის მოკვლის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში. მაგრამ ლატვიაში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშემ, სერგეი აბრამკინმა კომპანია TV 5-თან ინტერვიუში უარყო, რომ ხაპილოვი (ელჩის მრჩეველი) ლატვიიდან გაძევებულია. ის, აბრამკინის განმარტებით, სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს - თუ რომელზე, პრეს-ატაშეს არ დაუზუსტებია. ლატვიის საგარეო უწყება კი უარს ამბობს რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. ასევე ლატვიის ტლევიზიით, შარშან ოქტომბერში იუწყებოდნენ, რომ ხაპილოვი, თბილისში მუშაობის დროს, ცდილობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის ორგანიზებას. ამ წყაროს ცნობით, გეგმა ვერ განხორციელდა მარტო ავტოავარიის გამო, რომელიც დაქირავებულ მკვლელებს შეემთხვათ დავალების განხორციელებამდე. რიგაში რუსეთის საელჩო უარყოფს ხაპილოვის მონაწილეობას სააკაშვილის წინაღამდეგ რაიმე სახის შეთქმულებაში. ლატვიის საგარეო უწყების მოთხოვნით, დაიწყო რუსი დიპლომატის წინააღმდეგ ტელევიზიაში გამოთქმული ბრალდების გამოძიება, მაგრამ მას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG