Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის თავმჯდომარე 9 აპრილის აქციაზე განცხადებას აქვეყნებს


ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება არვცელებს განცხადებას თბილისში 9 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. ევროკავშირის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველა მხარეს - მთავრობას, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს - იმოქმედონ პასუხისმგებლობით და მშვიდობიანად, მაქსიმალურად ეცადონ თავიდან აიცილონ დაძაბულობა, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და კანონი. ევროკავშირის თავმჯდომარის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობაა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხალხი მხოლოდ მოიგებს პოლიტიკური პლურალიზმითა და კონსტრუქციული დიალოგით მთავრობასა და ოპოზიციას შორის.
XS
SM
MD
LG