Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი და რუსეთი ორმხრივი კავშირების განახლებაზე მუშაობენ


ერაყი და რუსეთი ცდილობენ, განაახლონ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რომლებიც შეწყდა 6 წლის წინ ერაყში აშშ-ის შეჭრის შედეგად. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ მოსკოვში ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრების მთავარი თემა იყო თანამშრომლობის განვითარება, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგში. რუსეთის სურვილია, ერაყმა შეასრულოს კონტრაქტები, ხელმოწერილი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს - იგულისხმება “ლუკოილის” 1997 წლის კონტრაქტიც, რომელიც ითვალისწინებს “დასავლეთი ყურნა- 2” საბადოს ათვისებას. ერაყში ამერიკის სამხედრო ინტერვენციამდე ცოტა ხნით ადრე სადამ ჰუსეინმა ანულირებულად გამოაცხადა “ლუკოილთან” გაფორმებული შეთანხმება. ალ-მალიკისთან მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ერაყი დაინტერესებულია რუსეთისაგან იარაღის შესყიდვით. მას დეტალებზე არ ულაპარაკია.
XS
SM
MD
LG