Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას საპროტესტო აქცია არ გაიმართება


დღეს 15 საათზე თბილისში განახლდა საპროტესტო აქცია. რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის, საზოგადოებრივი ტელევიზიისა და ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციის შენობების წინ. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კვირას, ბზობის დღესასწაულს, აქცია დროებით შეწყდება და ის ორშაბათს განახლდება მთელი ფრონტით. ქალაქის მასშტაბით დაგეგმილია საყოველთაო დაუმორჩილებლობა, რომლის დროსაც მოხდება სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობის პარალიზება. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. მაგრამ თანახმა არიან ეს გააკეთონ საჯაროდ, ტელევიზიაში. ოპოზიციის თანახმად, ასეთი დიალოგის ერთადერთი საკითხი მიხეილ სააკაშვილის გადადგომა შეიძლება იყოს.

XS
SM
MD
LG